ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

27 მარტი 2020

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს თხოვნით მიმართავს მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და თავი შეიკავონ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლიდან გამოსვლისგან

„ნიუ ჰოსპიტალსი” ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას და თხოვნით მიმართავს პაციენტებს დარჩნენ სახლში, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სამედიცინო სერვისების მისაღებად კლინიკას მიმართონ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ამჟამად, „ნიუ ჰოსპიტალსის” ამბულატორიული განყოფილება განახლებულ რეჟიმში ფუნქციონირებს და მოუწოდებს პაციენტებს აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ გეგმიური სამედიცინო პროცედურებისგან.

ყველა პაციენტს, ვისაც დაგეგმილი აქვს ამბულატორიული ვიზიტი ან გეგმიური სამედიცინო პროცედურა, შესაძლებლობა აქვს დაუკავშირდეს ჰოსპიტალის ქოლცენტრს ნომერზე 2 190 190 და მოახდინოს სამედიცინო სერვისის ხელახლა დაგეგმვა, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკი და შესაძლებელი გახდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ მაქსიმალურად გამოყენებულია შესაძლებლობები COVID-19 პანდემიის გასამკლავებლად.

  • მიმდინარეობს აუცილებელი გეგმიური ამბულატორიული ვიზიტების და ქირურგიული პროცედურების ხელახლა დაგეგმვა.
  • ამბულატორიაში იგეგმება პაციენტების მიღება ისეთი მდგომარეობებით, რომელთა დაყოვნება სამედიცინო რისკის შემცველია (ოფთალმოლოგია - ბადურის პათოლოგიები, გლაუკომა; კარდიოლოგია - გულის უკმარისობის გამწვავება, რითმის მოშლა, კორონარული დაავადების გამწვავება, ინტერვენციული რადიოლოგია - დრენირებები და ემბოლიზაციები, ონკოლოგია და ონკოჰემატოლოგია, ტრავმატოლოგია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, რევმატოლოგიური დაავადებების გამწვავებები).
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება სრული დატვირთივთ აგრძელებს მუშაობას და მზად არის გადაუდებელი მდგომარეობების ყველა ასაკისა და სიმძიმის პაციენტის მისაღებად.
  • გაძლიერებულია პერსონალის და პაციენტთა უსაფრთხოების ნორმები.
  • განცალკევებულია პაციენტთა გადაადგილების სივრცეები და დროები.
  • კლინიკაში შემოსვლისას ხდება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
  • სტაციონარულ განყოფილებაში მიღებულია საკარანტინო ზომები და პაციენტებთან დასაკავშირებლად ხელმისაწვდომია ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობები.
  • გაორმაგებული სიხშირით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
  • ყველა პაციენტს ვთხოვთ კლინიკაში შესვლის წინ დაიმუშავოს ხელი დეზინფექტანტით და კლინიკის ტერიტორიაზე ატაროს პირბადე.
  • ფუნქციონირებს სატელეფონო ტრიაჟი ნომერზე 2 190 190.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2 190 190 .