ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

SONIALVISION G4 / სონიალვიჟენ G4

SONIALVISION G4 / სონიალვიჟენ G4

SONIALVISION G4 / სონიალვიჟენ G4 - უახლესი თაობის, სრულად ციფრული რენტგენოგრაფი (იაპონური)

 

  • გააჩნია SLOT პროგრამა: ერთი სხივით 140 სმ სიგრძის ვიზუალის გადაღების შესაძლებლობა. კერძოდ კიდურების სიგრძის განსხვავების გაზომვა, სკოლიოზის სრულყოფილი კვლევა - პაციენტის ძვლოვანი სისტემის ერთიანი, უწყვეტი რეჟიმით კვლევა.
  • მინიმალური გამოსხივება - მინიმუმამდეა დაყვანილი გამოსხივების დოზა ძველი თაობის აპარატებთან შედარებით.
  • ერთ ფირზე სხეულის უფრო დიდი არეალის მოცვის შესაძლებლობა ძველი თაობის აპარატებთან შედარებით, რაც პაციენტს იცავს ზედმეტი დასხივებისგან.
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება - იძლევა შეუმჩნეველი დეტალების გამოვლენის საშუალებას.
  • პაციენტის კომფორტზე მორგებული დიზაინი - ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მოსახერხებელია ჭარბწონიანი პაციენტებისთვის.
  • ტომოსინთეზის ფუნქცია - ნებისმიერი სისტემის შრეობრივი რენტგენოგრაფია, რაც გულისხმობს საეჭვო უბნის დეტალურად გამოსახვას - ფილტვის ტომოსინთეზი (ფილტვის შერჩეული უბნის 3D კვლევა) ძვლის ტომოსინთეზი (მაგ. იმპლანტების 3D კვლევა)
  • გააჩნია პედიატრიული რეჟიმი

აპარატით შესაძლებელია ჩატარდეს რენტგენოსკოპიური კვლევები:

  • გულმკერდის რენტგენოსკოპია
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპია: საყლაპავის, კუჭის და 12გოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის კინეტიკური კვლევა, ირიგოსკოპია.
  • უროლოგიური რენტგენოსკოპია: ექსკრეტორული უროგრაფია, ცისტოსკოპია, მიქციური ცისტოსკოპია, ურეთეროცისტოსკოპია.
  • ფისტულოგრაფია
  • ქოლანგიოსკოპია


რენტგენოგრაფიული კვლევები:

 

  • ბრტყელტერფიანობის განსაზღვრა
  • ქუსლის ძვლის აქსიალური პროექცია
  • კვირისტავის რენტგენოგრაფია
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენოგრაფია