SIEMENS Somatom Perspective 128
SIEMENS Somatom Perspective 128, უახლესი, 2018 წლის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატია და კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე, 128 შრიან მოდელს წარმოადგენს. Somatom Perspective 128 უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით აუმჯობესებს ვიზუალიზაციას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.
Somatom Perspective 128-ის მთავარი უპირატესობა გამოსახულების სიზუსტე და რეკონსტრუქციის ხარისხია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის სტრუქტურების გამოსაკვლევად. 128 შრიანი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალში“ შესაძლებელს ხდის გულის მკვებავი სისხლძარღვების არაინვაზიურ კვლევას და მნიშვნელოვნად ზრდის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების შესაძლებლობებს.
Somatom Perspective-ის გამოყენება უსაფრთხოა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რამდენადაც აღჭურვილია სპეციალური SAFIRE ტექნოლოგიით, რომელიც წინა წლების ტომოგრაფიულ აპარატურასთან შედარებით პაციენტის რადიაციულ დასხივებას 60%-ით ამცირებს.
ამავდროულად, Somatom Perspective-ის ინოვაციური დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტს სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურების მსვლელობისას, რამდენადაც აპარატის მორგება შესაძლებელია თითოეული, მათ შორის მძიმეწონიანი პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.