Siemens Magnetom Vida 3T
Siemens Magnetom Vida, 2022 წლის 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი – ეს არის ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი. 3T Magnetom Vida სიმძლავრის, ინტელექტისა და სიჩქარის სრულყოფილი ბალანსია, რაც უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მიღებას, 50%-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს.
3 ტესლა სიმძლავრის Siemens-ის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი უახლესი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, უნიკალურ შესაძლებლობებს აერთიანებს. ის საუკეთესოა ორგანოების, ორგანოთა სისტემების და რბილი
ქსოვილების კვლევისთვის. ამავდროულად, იგი დატვირთულია ღრმა კვლევის ტექნოლოგიით, რაც უჯრედულ დონეზე კვლევას უზრუნველყოფს და გულ-სისხლძარღვთა კვლევების სიმრავლით უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. ტომოგრაფის კვლევითი შესაძლებლობები საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
მაქსიმალურად ინფორმატიული კვლევა
- ღრმა სწავლის ტექნოლოგია - სიღრმისეულ კვლევა, უჯრედულ დონეზე;
- უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, ზედმიწევნითი გარჩევადობით;
- სიმძლავრის უპრეცედენტო მაჩვენებელი;
- ძველი მონაცემების დამახსოვრების და განმეორებითი კვლევისას ცვლილებების გამოვლენის შესაძლებლობა;
მაგნიტურ რეზონანსული კვლევა უპრეცედენტოდ მოკლე დროში
- 50 - 70% შემცირებული კვლევის ხანგრძლივობა - გარკვეული ზონების კვლევა, მხოლოდ 2 წუთს საჭიროებს, მთლიანი სხეულის კვლევა კი - 25 წუთს;
დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი
- მოიპოვებს დეტალურ მონაცემებს და ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით აგენერირებს ინფორმაციას;
- აუმჯობესებს გამოკვლევის დროსა და ხარისხს - ინდივიდუალური მიდგომით პაციენტს მოარგებს მისთვის საუკეთესო კვლევის პროგრამას, ამცირებს კვლევის დროს და აუმჯობესებს მიღებული გამოსახულების ხარისხს.
მაქსიმალური კომფორტი
- BioMatrix უნიკალური ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის პოზიციის ცვლილებას - პაციენტის მოძრაობის შემთხვევაში კვლევა არ საჭიროებს ხელმეორედ ჩატარებას;
- თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა - გარკვეული კვლევების პროცესში სუნთქვის შეკავება აღარ არის აუცილებელი.
- ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა ჭარბწონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევას ხდის შესაძლებელს.