ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პრესბიონდის ლაზერი

პრესბიონდის ლაზერი

პრესბიონდის ლაზერი (PRESBYOND) არის მხედველობის ლაზერული კორექციის ტექნოლოგია, რომელიც პრესბიოპიის სამკურნალოდ გამოიყენება.
პრესბიოპია არის მდგომარეობა, რა დროსაც 40 წელს გადაცილებულ ადამიანს ბუნებრივად უქვეითდება ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობის უნარი. მხედველობის ლაზერული კორექციის კლასიკური პროცედურისგან განსხვავებით, რომელიც 40 წელს გადაცილებულ პაციენტებთან მხედველობის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ფოკუსურ მანძილზე უზრუნველყოფს, პრესბიონდი იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოს მხედველობის სიმახვილის კორექცია როგორც შორ, ასევე ახლო დისტანციაზე.
ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია შექმნას ე.წ “შერეული ზონა” ორ თვალს შორის, რომელთაგან ერთი შორს მხედველია, მეორე კი ახლო მხედველი. ორივე თვალის შერწყმული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილია მკაფიო და ბუნებრივი მხედველობა როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე.
პრესბიონდის შედეგი მორგებულია ყველა პაციენტის მოთხოვნილებაზე, ცხოვრების სტილსა და მხედველობითი დატვირთვის ინტენსივობაზე. სწორედ ამიტომ, პრესბიონდის პროცედურის ინტერესი მაღალია 40 წელს გადაცილებული პირებისთვის, ვისაც სურს სრულად გათავისუფლდეს სათვალეზე დამოკიდებულებისგან.