Canon Aplio a - მოწინავე ულტრაბგერითი სისტემა
Canon Aplio a ულტრაბგერითი სისტემა გამოირჩევა გამოსახულების უმაღლესი ხარისხით, რაც საუკეთესოა ადრეული და სწრაფი დიაგნოსტირებისთვის.
- აპარატს გააჩნია კლინიკური აპლიკაციების ფართო სპექტრი და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტები;
- ხასიათდება განსაკუთრებული სისწრაფით, მაღალი გარჩევადობით და უმცირესი სტრუქტურების საუკეთესო ვიზუალიზაციის შესაძლებლობით;
- გააჩნია მიკრო-ვასკულური სისხლის ნაკადის შეფასების უნიკალური შესაძლებლობა;
- აღჭურვილია ელასტოგრაფიული კვლევის რეჟიმით, რაც გამოიყენება ქსოვილების სიმკვრივის და სხვადასხვა პათოლოგიების შესაფასებლად.