ASL TOP 350
ACL TOP 350 წარმოადგენს უახლესი თაობის, სრულად ავტომატიზებულ მრავალპარამეტრიან კოაგულაციის ანალიზატორს, რომელიც შექმნილია სისხლის შედედების სისტემის დეტალური შეფასებისთვის. ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა, ავტომატური ხარისხის კონტროლი და მაღალტექნოლოგიური ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს და ეფექტურობას.
ACL TOP 350 ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას სწრაფად და საიმედოდ მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტის ჰემოსტაზის მდგომარეობის შესახებ, რაც ხელს უწყობს დიაგნოზის დროულ დასმას და მკურნალობის სწორ დაგეგმვას.