ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ქეთევან ჩაგუნავა

ქეთევან ჩაგუნავა

მედიცინის დოქტორი

ფუნქციური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, წამყვანი კარდიოლოგი

  • 32 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • 20 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება;
  • „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სრული პროფესორი და საერთაშორისო კვლევის მთავარი მკვლევარი კარდიოლოგიის მიმართულებით;
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი;
  • ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის წევრი;
  • საქართველოს გერონტოლოგიის საზოგადოების წევრი;
  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ჰიპერტენზიის, ინსულტის, კარდიო-ონკოლოგიის საბჭოს წევრი;
  • თსსუს სარეზიდენტო პროგრამის კარდიოლოგიის მიმართულების ლოკალური ხელმძღვანელი;
  • 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
  • შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კატეგორიაში გამარჯვებული 2 პროექტის თანაავტორი და ძირითადი შემსრულებელი 2012-2018 წლებში;
  • საერთაშორისო მულტიცენტრული რანდომიზებული კვლევის მთავარი მკვლევარი 2015-2020 წლებში;
  • საერთაშორისო მულტიცენტრული რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებული, პარალელურ ჯგუფში მიმდინარე კვლევის - „კარდიოვასკულური შედეგების შესაფასებლად ერთუგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე ტიპი2 შაქრიანი დიაბეტის და დადგენილი სისხლძარღვთა დაავადებების მქონე სუბიექტებში“ მთავარი მკვლევარი;
  • სამეცნიერო კვლევების შედეგები წარდგენილი აქვს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესზე;

სპეციალიზაცია: ამბულატორიული კარდიოლოგია, არაინვაზიური კარდიოლოგია, ეკგ მონიტორინგი, 24 საათიანი არტერიული წნევის მონიტორინგი, დატვირთვის ეკგ ტესტი, გულის ულტრასონოგრაფია.