ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი

ნიუ ჰოსპიტალსის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი სრულად შეესაბამება მსოფლიო სამედიცინო სტანდარტებს და სპეციალიზირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის მეთოდებსა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე.

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ. ისინი მრავალი წელია ევროპის სხადასხვა კლინიკებში მოღვაწეობენ და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გავრცელებულ, თანამედროვე, კონსერვატიულ და ოპერაციული მკურნალობის მეთოდებს ფლობენ.

ნიუ ჰოსპიტალსის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიური დახმარების სერვისს და ორთოპედიულ ოპერაციებს. ოსტეოსინთეზისა და ენდოპროთეზირებისთვის მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული, ევროპული და აშშ მწარმოებლების მიერ მოწოდებული მასალა გამოიყენება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ნიუ ჰოსპიტალსი აღჭურვილია ექოსკოპიის, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT) დამაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ულტრათანამედროვე აპარატურით.

ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია

ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტები გადიან ინდივიდუალურ ფიზიოთერაპიის/რეაბილიტაციის მათთვის შესაბამის კურსს. რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდეგ პაციენტების სწრაფი და უმტკივნეულო მობილიზაციისთვის.

სერვისები

  • 24 საათიანი მომსახურება
  • ენდოპროთეზირება
  • ართროპლასტიკა / პროთეზირება
  • მინი-ინვაზიური პროცედურები
  • ართროსკოპია
  • მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა - ოსტეოსინთეზი
  • შიდა ფიქსაცია
  • გარე ფიქსაცია
  • ძვლის ტრანსპლანტაცია
  • ოპერაციები მყესებზე
  • მაკორეგირებელი ოსტეოტომია
  • ართროდეზი
  • იოგოვანი აპარატის რეკონსტრუქცია
  • რბილი ქსოვილების რეკონსტრქუცია
  • ვაკუუმ თერაპია ღია მოტეხილობების, რბილი ქსოვილების დეფექტების და ინფექციების არსებობის დროს (VAC-    Therapy - vacuum assisted closure-therapy, negative pressure wound therapy)
  • სახსარშიდა ინექციები
  • ნაწოლების ქირურგიული მკურნალობა
  • ფიზიოთერაპია
  • რეაბილიტაცია
  • ამპუტაცია

როდის უნდა მიმართოთ ნიუ ჰოსპიტალსის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს

ნიუ ჰოსპიტალსის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის მომსახურების სფეროები მოიცავს მოტეხილობებს, პოსტტრავმულ დეფორმაციებს, არასწორად შეხორცებულ მოტეხილობებს, ართროზებს, ცრუ სახსარს (ფსევდოართროზებს), რბილი ქსოვილის დაზიანებებს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პოსტტრავმულ და იმპლანტატასოცირებულ (იმპლანტებით გამოწვეულ) ინფექციებს.

მხრის სარტყელი და ზედა კიდურები

  • მხრის, იდაყვის, მაჯის, ფალანგთაშუა სახსრების ამოვარდნილობები
  • ართროზები
  • მყესების დაზიანებები
  • ზედა კიდურების ძვლების მოტეხილობები
  • ბეჭის და ლავიწის ძვლების მოტეხილობები
  • ლავიწის ამოვარდილობა
  • როტატორული მანჟეტის დაზიანება
  • მხრის ორთავა და სამთავა კუნთების მყესების დაზიანება
  • SLAP - დაზიანება
  • ეპიკონდილიტი
  • კარპალური არხის - გვირაბის სინდრომი
  • დუპუიტრენის კონტრაქტურა

მენჯი და ქვედა კიდურები

  • მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრების ართროზები
  • ამოვარდნილობები
  • მენჯის ძვლების მოტეხილობები
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია
  • ქვედა კიდურების ძვლების ყველა სახის მოტეხილობები
  • მუხლის ჯვარედინი და გვერდითი იოგების დაზიანებები
  • მენისკის დაზიანებები
  • კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობა-მოტეხილობები
  • მყესების დაზიანებები
  • აქილევსის მყესის დაზიანება
  • ჩაქუჩისებრი თითები
  • ქუსლის დეზი
  • ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია (Hallux Valgus)