ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი
ნიუ ჰოსპიტალსის ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰემატოლოგებით. ცენტრს, ევროპის წამყვანი კლინიკების მხარდაჭერა აქვს, რაც დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას და პაციენტების მკურნალობის პროცესში, მოწვეული სპეციალისტების ჩართულობას გულისხმობს.
ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აუტოლოგიური (საკუთარი), ალლოგენური (არანათესაური) და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები. ნიუ ჰოსპიტალში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ აქვს დაზიანებული ძვლის ტვინი ან/და დაავადება რემისიის სტადიაშია.
მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ:
- ანემიები
- თრომბოციტოპენიური პურპურა
- კოაგულოპათიები
- თალასემიები
- მედიკამენტოზური პანციტოპენია
- მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
- ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
- ასევე, პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
სერვისები
- პოლიქიმიოთერაპია (გეგმიური, სასწრაფო)
- მაღალდოზირებული პოლიქიმიოთერაპია - სტანდატრული გეგმიური, რეზისტენტული ფორმები, წინა სატრანსპლანტაციო კონდიცირების რეჟიმი
- პოლიქიმიოთერაპიის შემდეგ განვითრებული პანციტოპენიის მართვა
- ჰემატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა
- ღეროვანი უჯრედების სტიმულაცია და შეგროვება
- აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
- მზადება ალლოგენური (მონათესავე) ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისათვის
აღჭურვილობა და დიაგნოსტიკური საშუალებები
- ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი აღჭუვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
- ცენტრი აღჭურვილია იზოლირებული, ჰერმეტული, ჰეპა-ფილტრებით უზრუნველყოფილი პალატებით, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს +/- წნევის თანაფარდობის შექმნას.
- ცენტრში გამოიყენება თანამედროვე გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელიც ემყარება დასავლურ გამოცდილებას და დადასტურებული ფაქტების მედიცინას.
- მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის გახსნისათვის აღჭურვილია ამწოვი თანამედროვე აპარატურით.
სისხლის ბანკი
- სისხლის კომპონენტების დამზადება
- კომპონენტების (ერითროკონცენტრატი, თრომბოკონცენტრატი) ირადირება თანამედროვე პრინციპით, ტრანსპლანტირებული და ტრანსპლანტაციის კანდიდატებისათვის
- ღეროვანი უჯრედების (და მათი ნიმუშების) შენახვა თხევად აზოტში
- ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია
- ღეროვანი უჯრედების შეგროვება
- ღეროვანი უჯრედების დამზადება, შემდგომი კრიოპრეზერვაციით