მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრი
ნიუ ჰოსპიტალსის მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრი არის ერთადერთი ცენტრი საქართველოში, სადაც ხორციელდება როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ხერხემლის ყველა სირთულის დეფორმაციისა და პათოლოგიის როგორც ოპერაციული, ასევე კონსერვატიული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით.
ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია ევროპული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტებით.
სერვისები
ნიუ ჰოსპიტალსის მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სქოლიოზის, კიფოზის, პოსტტრავმული დეფორმაციებისა და ხერხემლის სხვა დაავადებების ოპერაციული და კონსერვატიული მკურნალობა.
- სქოლიოზი - იდიოპათიური, თანდაყოლილი, პოსტტრავმული ნეიროფიბრომატული, ნეირომუსკულარული, სპინალური ამიტროფიით გამოწვეული, დუშენის დაავადებით გამოწვეული
- კიფოზი
- არამდგრადი ხერხემლის მკურნალობა
- მალთაშუა დისკის თიაქრის მკურნალობა
- კუდუსუნის დეფორმაციები, მათ შორის პოსტტრავმული
- კისერმრუდობა
- ნეკნოვანი კუზი
ჩვენი სერვისები