კარდიოლოგია და კარდიოქირურგია
კარდიოლოგია
„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
"ნიუ ჰოსპიტალსის" კარდიოლოგთა გუნდი მულტიდისციპლინური მეთოდიკის გამოყენებით ჩართულია გულის სხვადასხვა, მათ შორის რთული და კომპლექსური პათოლოგიებით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ყოველდღიურ პროცესში. პროფესიონალთა გუნდი სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს სხვადასხვა კარდიოლოგიური დაავადებების დროს, როგორიც არის არითმიები, მწვავე მიოკარდიული ინფარქტები, ტაქიკარდიები, კარდიომიოპათიები, ქოლესტერინის მომატება, გულის თანდაყოლილი დაავადებები, კორონარული არტერიების დაავადებები, გულის უკმარისობა, გულის სარქველების პათოლოგიები, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ინფექციური ენდოკარდიტი, სხვ.
მიმართულებები:
- კლინიკური კარდიოლოგია
- არაინვაზიური კარდიოლოგია
- ინტერვენციული კარდიოლოგია
- არითმოლოგია
- კარდიო ექოსკოპია
- CT ანგიოგრაფია
დიაგნოსტიკა
ნიუ ჰოსპიტალსში გულის დაავადებათა სადიაგნოსტიკო სერვისები ხელმისაწვდომია მოზრდილთა და ბავშვთათვის. დიაგნოსტირება ხდება გამოცდილი კარდიოლოგების მიერ თანამედროვე მეთოდებითა და მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით.
სადიაგნოსტიკო სერვისები:
- კორონაროგრაფია და გულის კათეტერიზაცია
- ანგიოგრაფია
- ელექტროკარდიოგრამა
- ელექტროკარდიოგრამა დატვირთვით (ტრედმილი)
- კარდიოგრამის 24 საათიანი მონიტორინგი (ჰოლტერი)
- ექოკარდიოგრაფია
- რენტგენოგრაფია
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
- მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
- სისხლის წნევის 24 საათიანი მონიტორინგი
- ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ტესტები:
- ინვაზიური ტესტები
- ლაბორატორიული ტესტები
- ფიზიკური დატვირთვის ტესტები
- ექოსკოპია
- სტრეს ტესტი